საკალათბურთო კლუბი ,,ქუთაისი 2010” სუპერლიგის ფინალში ითამაშებს.
იმერული დერბის მეოთხე შეხვედრაში, მოქმედმა ჩემპიონმა, ზესტაფონის ,,მარგვეთი” ზესტაფონის სპორტის სასახლეში 85:83 დაამარცხა, სერიაში 3:1 მოიგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ფინალური სერია სტარტს 20 მაისს ქუთაისში აიღებს. ფინალში „ქუთაისი 2010" ,,თსუ”-ს დაუპირისპირდება. ჩემპიონობისთვის გუნდებმა კვლავ სამი შეხვედრა უნდა მოიგონ.