საკალათბურთო კლუბი „ ქუთაისი 2010“ საქართველოს თასის ფინალშია.
ნახევარფინალში ერთმანეთს "ვსა" და "ქუთაისი 2010" დაუპირისპირდა. თამაში გამორჩეულად საინტერესო და დაძაბული იყო.მატჩი, საბოლოო ანგარიშით 89-100 ქუთაისური გუნდის გამარჯვებით დასრულდა .
ფინალი დღეს 16 აპრილს გაიმართება ."ქუთაისი 2010" „თსუ“- ს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისში, „თბილისი არენაზე“ შედგება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გულშემატკივრებს ფინალზე დასწრების საშუალება ექნებათ.
გამგზავრება ქუთაისის სპორტის სასახლიდან, 16 აპრილს, 15 :00 საათზეა დაგეგმილი.