დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ, ერევანში გამართავს.
შეხვედრა საქართველოს დროით, 21:00საათზე დაიწყება.
განმეორებითი მატჩი თბილისში,დინამო არენაზე,23 მარტს შედგება.
დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიასა და გურამ კაშიას გარეშე ითამაშებს.გუნდის კაპიტანი დღევანდელ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილი იქნება.
საქართველოს ნაკრები B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად, ხოლო სომხეთის გუნდი კი C დივიზიონის უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად იბრძვის.