ბულგარეთში, შოტოკან კარატე დოს მერვე საერთაშორისო ტურნირი- ,,INTERNATIONAL SOFIA GRAND PRIX 2024" ჩატარდა.
შეჯიბრში 20- მდე ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს. ქუთაისელმა ელენე ბობოხიძემ სხვადასხვა სახეობაში 5 ოქროს მედალი აიღო და ტურნირის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.(მწვრთნელი ვაჟა უნგიაძე).