დღეს 21:00 საათზე , საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" გაიმართება.
სატურნირო თვალსაზრისით, ეროვნული ნაკრებისთვის აღნიშნულ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მომენტში, "ერთა ლიგის" ქვეჯგუფში საქართველო მე-2 ადგილზეა, ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად კი 3 ქულის მოპოვებაა საჭირო.
საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების თამაშის პირდაპირი ტრანსლირება ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში განხორციელდება. დასწრება თავისუფალია.