საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები დღეს, 25 ოქტომბერს შინ, მიხეილ მესხი 2-ზე ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. განმეორებითი შეხვედრა კი ირლანდიაში 29 ოქტომბერს გაიმართება.
გამარჯვებული სლოვაკეთ-უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და ვინც მოიგებს, ევროპირველობაზე გავა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი პლეი-ოფის მატჩი 20:00საათზე დაიწყება.
თამაშზე დასწრება უფასოა.