საქართველოს 21 წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო მატჩს დღეს ქუთაისში ითამაშებს.
ახალგაზრდული ნაკრები შენგელია არენაზე უეფას 2025 წლის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელი შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდს აქვს შანსი, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს.
ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩვი ეტაპის ბოლო ტურში შვედეთს 3:0 მოუგო.იმ შემთხვევაში , თუ დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაამარცხებს, ჯგუფში მე-2 ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში ითამაშებს.