საქართველოს 21 წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო მატჩს ქუთაისში ითამაშებს.
ახალგაზრდული ნაკრები შენგელია არენაზე უეფას 2025 წლის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
თამაში ახალგაზრდული ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.თუ 10 ოქტომბერს, სტუმრად შვედეთში ქართველები მასპინძლებთან მინიმუმ ფრეს ითამაშებენ, მაკედონიასთან გამარჯვების შემთხვევაში მინიმუმ პლეი-ოფის, ხოლო შესაძლებელია პირდაპირ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ.