გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „შალკე“ 2:0 დაამარცხა. ქუთაისელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა.
ბუდუ ზივძივაძემ ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 45+3-ე წუთზე გახსხნა, ხოლო მეორე გოლი 73-ე წუთზე გაიტანა.
ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ექვსი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მის ანგარიშზეა.ამ მაჩვენებლით ის ბომბარდირთა დავის ლიდერია.
„კარლსრუეს“, ხუთი ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა