ქუთაისელი მკლავჭიდელი, ბეთქილ ონიანი აღმოსავლეთ და დასავლეთ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. მან რუსი სპორტსმენი არტიომ ტაინოვი დაამარცხა და ქამრის მფლობელი გახდა. ის პროფესიონალებს შორის მარცხენა მკლავით ასპარეზობდა.
ბეთქილ ონიანი ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მკლავჭიდის სკოლის სპორტსმენია. მწვრთნელი,ირაკლი გამთენაძე.
