ჭიათურელმა მირანდა კაპანაძემ სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აქამდე, საქართველოს ქალთა ეროვნულ და არც ერთ ასაკობრივ ნაკრებს, ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი არ ჰყოლია.მირანდა კაპანაძე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი ევროპის ჩემპიონია.
