ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის აღსაზრდელებმა და საჯარო სკოლების
მოსწავლეებმა, კალათბურთში, მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთში და ბოჩაში იასპარეზეს.
გამარჯვებულ მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ.
ოლიმპიზმის დღე 23 ივნისს 1984 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანია ყველა თაობის ადამიანი დაკავდეს სპორტული ცხოვრებით და ფიზიკური აქტივობით.