საქართველოს ნაკრების თამაშებს ევროპის ჩემპიონატზე ქუთაისში დიდ ეკრანზე აჩვენებენ.ქუთაისის მერიის ინფორმაციით,თამასის ტრანსლირება ასსაფეხურიან კიბეებთან მოხდება.
,, 22 და 26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების და ასევე, სხვა ქვეყნის გუნდების თამაშების პირდაპირი ტრანსლირება 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.
15 : 00 საათიდან დაუკრავს DJ , მოეწყობა სპორტული აქტივობები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები კი, გამაგრილებელ სასმელებს შესთავაზებენ გულშემატკივრებს.-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება.შეხვედრა საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება .