კვირას, 9 ივნისს, 15-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატს 7-კაცა რაგბში ქუთაისი, „აია არენა“ უმასპინძლებს.
2017 წლიდან 7 -კაცა რაგბი ოლიმპიური სახეობაა, რომელსაც სტანდარტულ სარაგბო მოედანზე, თითქმის იდენტური წესებით თამაშობენ. მთავარი განსხვავება მოთამაშეთა რაოდენობასა და მატჩის ხანგრძლივობაშია. გუნდი 4 მცველისა და 3 თავდამსხმელისგან შედგება, მატჩი – ორი 7-წუთიანი ტაიმისგან. ამიტომაც, 7-კაცა რაგბი გაცილებით დინამიურია და მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება.
2000 წელს საქართველოს 7-კაცა ნაკრები პირველად გავიდა მსოფლიო თასზე და 24 გუნდს შორის მე-10 ადგილი დაიკავა.
მოხარულები ვიქნებით, თუ გვეწვევით ტურნირზე. ბავშვებისთვის, მწვრთნელებისთვის და ორგანიზატორებისთვის ეს იქნება დიდი დაფასება და მოტივაცია.
სრულ განრიგს გაგიზიარებთ უახლესს დღეებში.