ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატში,სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში წარმატება ორმა ქუთაისელმა სპორტსმენმა მოიპოვა.
დავით ნემსაძემ ბრწყინვალე შედეგი, 9-იდან 9 მოგება აჩვენა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული 16 წლამდე ჭაბუკებში მოიპოვა.
ახალგაზრდა სპორტსმენი საჭადრაკო სკოლის ‘მომავალი ჩემპიონები’ წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძეა.
ცხრიდან ცხრა გამარჯვებით , საქართველოს ჩემპიონი გახდა ლილე სვანაძე. მან ტიტული 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მოიპოვა.
ლილე სვანაძე ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელია ხათუნა გუბელაძე.