საქართველოს ნაკრები შერეულ წყვილებში ევროპის ჩემპიონი გახდა .
ისტორიული წარმატება თელაველმა მარიამ ფროდიაშვილმა და ქუთაისელმა გიორგი მუმლაძემ მოიპოვეს, რომლებმაც, ფინალში გერმანული წყვილი - ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი 17:15 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი პნევმატური იარაღებიდან სროლაში დღეს, 26 თებერვალს დაიწყო უნგრულ დიორში. ჩემპიონატში სხვა ორიოდ დისციპლინასთან ერთად 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით ტყვიის მსროლელი ახალგაზრდებიც ჩაებნენ შერეულ წყვილთა შეჯიბრებით, საქართველოს ნაკრებმა კი ჩინებული სტარტი აიღო - ოქროს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედალს აზერბაიჯანის I ნაკრები დაეუფლა, რომელშიც ჩვენი საერთაშორისო ტურნირის სტაჟიანი წევრები - ლეილა ალიევა და ვლადისლავ კალმიკოვი შედიან. გადამწყვეტ პაექრობაში მათ 16:2 მოუგეს ლატვიელებს.
შეგახსენებთ, შარშან ევროპირველობაზე მიქსში 2 ბრინჯაო გათამაშდა (მაშინ სხვა წესებით ჩატარდა) და ორივე ქართველებმა მოიპოვეს შემდეგი შემადგენლობით:პირველი წყვილი _იოანე ხვარეშია და მარიამ ფროდიაშვილი და მეორე წყვილი_ გიორგი მუმლაძე და მარიამ აბრამიშვილი.