ბუქარესტში მიმდინარე 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქუთაისელმა ძალოსანმა გურამ გიორბელიძემ 67კგ. წონით კატეგორიაში 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
გიორბელიძემ ატაცში სამივე ცდა 122 / 125 / 129 კგ. წარმატებით დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
წარმატებით იასპარეზა აკვრაშიც (151 / 157 / 161) და აქაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდის ჯამამში მოგროვილი 290 კილოგრამითაც.
გურამ გიორბელიძის პირადი მწვრთნელი- ილია თვალოძე.
