წყალტუბოელი ძიუდოისტი მათე გველესიანი სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონია.
-66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე წყალტუბოელმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში ხორვატი ლუკა კატიჩი იპონით დაამარცხა.
მათე გველესიანმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა.
წარმატებას მიაღწია კიდევ ერთმა წყალტუბოელმა სპორტსმენმა.
მარიამ მაისურაძემ ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
წყალტუბოელმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში 68 / 72 / 74 კგ. დაძლია .
გარდა ამისა ,მარიამ მაისურაძემ ატაცში საქართველოს რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა ,2 კილოგრამით გააუმჯობესა.
