დღეიდან საქართველო და რუმინეთი ფეხბურთშიუეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს .
თამაშები 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ქუთაისის შენგელიას სახელობის სტადიონი ხვალ გერმანია-ისრაელის,25 ივნისს ინგლისი-ისრაელის,ხოლო 28 ივნისს ისრაელი-ჩეხეთის თამაშებს უმასპინძლებს.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ორი მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი ბათუმი არენაზე შედგება.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მატჩებს ჯგუფურ ეტაპზე,პირველი შეხვედრა დღეს,21 ივნისს გაიმართება. საქართველო - პორტუგალია 20:00 საათზე დაიწყება.
24 ივნისს, ერთმანეთს საქართველო - ბელგია ,ხოლო 27 ივნისი ნიდერლანდები - საქართველო შეხვდება. მატჩები 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა: თბილისის მესხის და პაიჭაძის სტადიონებს, ქუთაისის შენგელიას არენას და საწვრთნელ სტადიონებს თბილისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.
სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.
