სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია.
ისე, როგორც გასული წლის 17 ივნისს ანტალიაში, სანდრო ბაზაძე წლევანდელ 17 ივნისსაც კონტინენტის საუკეთესო მოფარიკავის ტიტულს დაეუფლა.
მან გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელი ანდრაშ სატმარი 15-11 დაამარცხა.
FIE-ს რეიტინგის N1 ხმლით მოფარიკავე, გასული სეზონიდან მოყოლებული ზედიზედ მეთორმეტე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.
