ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, რეგულაციების გათვალისწინებით და რეკომენდაციების დაცვით , ჭადრაკში ღია პირველობა ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა. ღონისძიება ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და ჭადრაკის იმერეთის ფედერაციის ორგანიზებით შედგა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლო,როგორც მოყვარულს ასევე პროფესიონალს. ღონისძიების მიზანს ჭადრაკის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.