ქუთაისი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.შეხვედრებს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებს.
ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ,აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს, მათ შორის არის ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონი წყალტუბოში.
ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო, დამონტაჟდა სტადიონის განათებისა და გახმოვანების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა.
სტადიონები აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით.
სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა.
სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.
სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერეს.
