ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების ოქროს მედალოსანია.მსოფლიო თასი საიუბილეო იყო და წელს მეორმოცედ ჩატარდა.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი რიკარდო ნუჩო (15:6) დაამარცხა.
მსოფლიოს N1-მა ხმლით მოფარიკავემ , კარიერაში მსოფლიო თასის პირველი მედალი, სწორედ ესპანეთის დედაქალაქში ზუსტად შვიდი წლის წინ დაისაკუთრა, გასული წლის 6 მაისს მან ბრინჯაოს მედალი აიღო, წელს კი კოლექცია სრულად შეავსო და ოქროს მედალს დაეუფლა!
