სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშების გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დღეს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად თბილისში გაემგზავრნენ .
ზონალურ ეტაპზე, ხელბურთში ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდმა გაიმარჯვა. ბადმინტონში ლიდერობა 21-ე საჯარო სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა მოიპოვეს, ხოლო ფრენბურთში პირველი ადგილის მფლობელი ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გახდა.
მოსწავლეები დედაქალაქში ქუთაისის მერმა გააცილა.