კახა ჩხეტიანი ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელი აღარაა.მან თანამდებობა დატოვა.კლუბის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჩხეტიანი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წავიდა.
,,ქუთაისის "ტორპედოს" მენეჯმენტისა და მთავარი მწვრთნელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კახაბერ ჩხეტიანმა თანამდებობა დატოვა.
"ტორპედო" მადლობას უხდის მას გამორჩეული ღვაწლისთვის. ის დარჩება "ტორპედოს" ღირსეული ისტორიის ნაწილი, რაც თავის მხრივ კლუბის მომავალი წარმატების საფუძველია.,,-ქუთაისის ,, ტორპედო,,.
ქუთაისელი კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი 3-ჯერ იყო. პირველად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. მომდევნო წლებში კი „ტორპედომ“ საქართველოს თასი და სუპერთასი ორჯერ მოიგო. მისი თავკაცობით ქუთაისელებმა პირველად ითამაშეს ევროპალიგის პლეი-ოფში. მეორედ, კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2021 წლის ივნისიდან ნოემბრამდე წვრთნიდა.
მესამედ კი მან ,,ტორპედო,, 2023 წლის მაისში ჩაიბარა.
კახა ჩხეტიანი თვითმმართველობის არჩევნებში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის პროპორციული სიით მონაწილეობდა.მისი გათავისუფლებაც 2021 წელს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სავარაუდოდ,სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა.
