ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელი დააჯილდოვა.
დარეჯან ფურცელაძეს,რომელიც მუნიციპალიტეტში გოგონათა კალათბურთის გუნდს წლებია წვრთნის,საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მიენიჭა.
წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული სპორტის სხვადასხვა სახეობაში მერაბ ჯანიაშვილს, გიორგი სანიკიძეს, გიორგი მსხვილიძესა და გიორგი გუმბერიძეს ერგო.
დაჯილდოებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერიისა და სპორტ სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ.
