ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის ფინალშია. საგზურის მოსაპოვებლად, „ტორპედო“ თბილისის “დინამოს“ დაუპირისპირდა.
ნახევარფინალური შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა.
ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამო" ორი უპასუხო გოლით დაამარცხა.გოლები თამაშის მეორე ნახევარში "ტორპედოს" ლეგიონერებმა-პედრო მონტეირომ და მაურო კაბალიერომ გაიტანეს.
