2 ნოემბერს, ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად, ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის “დინამოს“ შეხვდება.
ნახევარფინალური მატჩი ზესტაფონის სტადიონზე 13:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კლუბი მატჩზე დასწრების მსურველებისთვის უფასოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
ავტობუსები ზესტაფონისკენ ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან 2 ნოემბერს, 11:00 საათზე გაემგზავრება
