ქუთაისის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი 2008-2009 წლებში დაბადებულთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალური ეტაპი გორში ჩატარდა. ,,ქუთაისმა" მეოთხედფინალში თბილისის ,,ჯუნიორი" 3:0 დაამარცხა. ნახევარფინალში ,,ბათუმს" მოუგო 3:0 და ფინალში გავიდა, სადაც თბილისის ,,ოლიმპს" დაუპირისპირდა.
საჩემპიონო ბრძოლა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გამარჯვებულის გამოსავლენად 5 პარტია გახდა საჭირო. ქუთაისელმა გოგონებმა ბოლო სეტში გატეხეს მეტოქე და საბოლოოდ 3:2 დაამარცხეს.
"ქუთაისიდან" საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიეს ანასტასია დვალიშვილი.
