ქუთაისელმა ძალოსანმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ალბანეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 109 კგ. წონით კატეგორიაში ზაზა ლომთაძემ ატაცში სამივე ცდა 157/161/164 წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ძალოსანმა აკვრაში 195/199/205 კგ. დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
ასევე, ოქროს მედალს დაეუფლა ორჭიდის ჯამში ნაჩვენები 369 კილოგრამითაც.
