ქუთაისის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი 2007-2008 წლებში დაბადებულთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი გავიდა.
ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი ქალაქ გორში გაიმართა.
ქუთაისელმა ფრენბურთელებმა, მწვრთნელების, გია ჭოლაძისა და პაატა გორდაძის ხელმძღვანელობით, მეოთხედფინალში ,,თელავი" დაამარცხეს, ნახევარფინალურ მატჩში თბილისის ,,გორდასთან" იმარჯვეს, ფინალში კი საჩემპიონო ბრძოლა ,,რუსთავს" მოუგეს 3:2.
საქართველოს ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ასაკობრივი ნაკრები. ,,ქუთაისიდან" ნაკრების კანდიდატებად, მოსე ადეიშვილი, ნიკოლოზ კობახიძე და ლუკა ჯანელიძე მოიაზრებიან.
