ოლიმპიადა ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდება. 40 სკოლის გოგონა და ვაჟთა გუნდები ერთმანეთს სპორტის 9 სახეობაში შეეჯიბრებიან.
ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებს, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულება გაერთიანებისა და ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.