ახალი გენერალური დირექტორი კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ წარადგინა.
ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე დავით კერესელიძემ გულშემატკივრებთან შეხვედრა გამართა და მათ " ახალი გენერალური დირექტორი დავით დოლაბერიძე წარუდგინა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა . საუბარი კლუბის სამომავლო გეგმებსაც შეეხო.
დავით დოლაბერიძემ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი მჭედლიძე შეცვალა.
