3-4 სექტემბერს ლუქსემბურგში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი გრეპლინგში, სადაც 89 კილოგრამ წინით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა ქუთაისელმა მოჭიდავემ რამაზ კვეტენაძემ(მწვრთნელი:ზაზა ლოლაძე).
კვეტენაძემ ნახევარფინალში ჩეხი, ფინალურ ორთაბრძოლაში კი გერმანელი სპორტსმენი დაამარცხა.
გრეპლინგი სპორტული ორთაბრძოლის სახეობაა, რომელიც აერთიანებს ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას, მასში დაშვებულია ილეთების გამოყენება ბერძნულ-რომაული და თავსუფალი ჭიდაობიდან, აგრეთვე ძიუდოდან და სამბოდან.
