ქუთაისელი მოკრივე დავით მხეცაძე ევროპის პირველობის პრიზიორია.
მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონატს კრივში თურქეთმა უმასპინძლა. მასში 2008-2009 წლებში დაბადებული მოკრივეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაერთნენ. საქართველოს ნაკრებში წარმოდგენილი იყო ორი ქუთაისელი მოკრივე მარიამ ჭაფოძე და დავით მხეცაძე.
დავით მხეცაძე (მწვრთნელი-ზაალ ჯავახაძე) 75 კგ.წონით კატეგორიაში მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.
