დღეს,3 ივლისს , ქუთაისი დიდ რაგბის მასპინძლობს. საქართველოს და არგენტინის ნაკრებები „აია არენაზე“ ერთმანეთს შეერკინებიან. თამაში 18:00 საათზე დაიწყება.მანამდე კი, რაგბის გულშემატკივრებს, ქუთაისელებს და ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ ღია ცის ქვეშ "ქართული ხმების" და ,,გაგა ფრანის" კონცერტს დაესწრონ, რომელიც "ვერიკოს ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 15: 30 სთ-ზე დაიწყება .
მომდევნო თამაში -საქართველო-იტალია 10 ივლისს, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გაიმართება, ხოლო 16 ივლისს საქართველო -პორტუგალია ერთმანეთს აია არენაზე,ქუთაისში შეხვდება.