ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის აღსაზრდელებმა გარბენში მიიღეს მონაწილეობა.
დღესვე ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირი მოეწყო. კალათბურთის მინი სტადიონზე კი ბაღდათის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა იასპარეზეს.
გამარჯვებულ მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მერაბ ზირაქაძემ, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა მინდია კიკნაველიძემ, საკრებულოს კულტურის, გაბათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ირინა ტყეშელაშვილმა გადასცეს.
ოლიმპიზმის დღე 23 ივნისს 1984 წლიდან აღინიშნება.
