ისტორიაში პირველად ხელბურთის კლუბი "ქუთაისი 2015" საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ქუთაისელებმა ორი ტურით ადრე გაინაღდეს ქვეყნის ჩემპიონობა.
,,ბათუმმა", რომელიც ,,ქუთაისის" მთავარი კონკურენტი იყო, დღეს თბილისურ "პეგასს" ვერ მოუგო (24:24) და პირველი ადგილი მისთვის მიუწვდომელი გახდა.
ასე რომ, ,,ქუთაისმა" ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ვადამდე, გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა!
ქუთაისის ვაჟთა გუნდს ასეთი წარმატებისთვის აქამდე არ მიუღწევია.