ქუთაისის „ტორპედოს“ ისევ კახა ჩხეტიანი გაწვრთნის.
დღეს, 19:00 „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე, პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც კლუბსა და ახალ მთავარ მწვრთნელს შორის თანამშრომლობას ხელი ოფიციალურად მოეწერება.
ქუთაისელი კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი 2-ჯერ იყო. პირველად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. მომდევნო წლებში კი „ტორპედომ“ საქართველოს თასი და სუპერთასი ორჯერ მოიგო. მისი თავკაცობით ქუთაისელებმა პირველად ითამაშეს ევროპალიგის პლეი-ოფში. მეორედ, კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2021 წლის ივნისიდან ნოემბრამდე წვრთნიდა.