ქუთაისელი მოკრივე საბა კვინიკაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია.
კრივში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, აკაკი კაკაურიძის სახელობის მე-18 სპორტული სკოლის წარმომადგენელმა საბა კვინიკაძემ (75 კგ. წონით კატეგორიაში) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატს ბულგარეთმა უმასპინძლა. მასში მოკრივეები მსოფლიო 60 ქვეყნიდან ჩაერთნენ.
