საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედოს" განცხადებას ავრცელებს,სადაც წერია,რომ "ტორპედოს" მთავარი წვრთნელი ტოვებს.კლუბის ხელმძღვანელობამ გია ცეცაძის განცხადება დააკმაყოფილა.
"საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში."-წერია განცხადებაში.
გია ცეცაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაახლოებით ერთი თვის წინ დაწერა,თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ მხოლოდ დღეს დააკმაყოფილა.
