სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა, 2022 წლის 29 აპრილს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ქუთაისის "ტორპედოსა" და დინამო "თბილისის" მატჩზე მომხდარი ინციდენტის ფაქტზე გადაწყვეტილება დღეს მიიღო,რომლის მიხედვითაც ქუთაისის „ტორპედოს“ ჩაეთვალა წაგება ანგარიშით 0:3 (მეტოქეს მოგება ანგარიშით 3:0); "ტორპედო" 5 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს და კლუბი 6 900 ლარით დაჯარიმდა.
გარდა კლუბისა, სასჯელი ეხებათ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს.
ქუთაისის „ტორპედოს“ ფიზმომზადების მწვრთნელი თეიმურაზ ჯანაშია
დაისაჯება 5 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და დაჯარიმდება 1 000 ლარით.
3 მატჩიანი დიაკვალიფიკაცია და 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ „ტორპედოს“ ფეხბურთელებს დინო ჰამზიჩს,ლევან მჭედლიძეს , ბაქარ მირცხულავასა და ვაჟა ტაბატაძეს.იგივე სასჯელი განესაზღვრა "ტორპედოს" მწვრთნელს, შოთა ბაბუნაშვილს.
ქუთაისის"ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს"შორის მატჩი 29 აპრილს ქუთაისში გაიმართა.შეხვედრა სტუმრებმა 2:1 მოიგეს,ქუთაისელების უკმაყოფილება თამაშის მიმდინარეობამ და შედეგმა გამოიწვია,რასც დაპირისპირება მოყვა.ჩხუბში მაყურებლები და ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.