საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედო“ განცხადებას ავრცელებს .
"ვადასტურებთ, რომ დღეს მივიღეთ გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის განცხადება გადადგომის შესახებ.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ცხელ გულზე გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია. კლუბში შექმნილი ვითარება საჭიროებს დეტალურ განხილვას და რიგი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლას. ამდენად, კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს გია ცეცაძის განცხადების
დაკმაყოფილებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს გადაწყვეტილების მიღებას, კლუბში შექმნილი ვითარების
სრულყოფილად შესწავლის შემდეგ.
ხვალ 15:00, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კლუბის პრესრუმში, გაიმართება პრესკონფერენცია,"-წერია განცხადებაში.
ბოლო მატჩი "ტორპედოსა" და "სამგურალს" შორის ამ უკანსკნელის გამარჯვებით დასრულდა,რამაც ქუთაისელი გულშემატკივრის გაღიზიანება გამოიწვია.
