ქუთაისელი სპორტსმენი იოანე ხვარეშია ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ადგილოსანია.ჩემპიონატი პნეევმატური პისტოლეტიდან სროლაში ნორვეგიაში ჩატარდა და ახალგაზედებში ბიჭებს შორის იოანე ხვარეშია მეოთხე ადგილზე გავიდა.
ჩემპიონი მასპინძელი მატის ჰემბრე გახდა - ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მან ბოლო, მე-16 სერიაში გატეხა გერმნელ ედუარდ ბაუმაისტერის წინააღმდეგობა: 17:15. მესამეზე ლატვიელი დანიელს ვილცინსი გავიდა.
ნორვეგიის ქალაქი ჰამარიში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდული ნაკრები ლეგენდარული სპორტსმენის, ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის ხელმძღვანელობით .