დღეს ქუთაისში 2021 წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დაჯილდოვდნენ.
- სპორტი
- გადასვლები: 725
ვინ გახდა წლის წარმატებული სპორტსმენი ქუთაისში-დღეს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
წლის საუკეთესო სპორტულ სკოლად ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების, ომარ ფხაკაძის სახ. N12 კომპლექსური სპორტული სკოლა დასახელდა.
წლის საუკეთესო სპორტული კლუბი- სარაგბო კლუბი „აია“; წლის ახალგაზრდა სპორტსმენი-საბა ინანეიშვილი (ძიუდო)
წლის საუკეთესო სპორტსმენი- თამაზი გოჩელაშვილი (შოტოკან კარატე დო)
წლის საუკეთესო სპორტსმენი- ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი --ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი)
წლის მწვრთნელი - მალხაზ ლომთაძე (ძალოსნობა)
2021 წლის სპორტსმენი კი გახდა შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ).
ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების და ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მიერ იქნა ორგანიზებული.