ქუთაისში, 2021 წლის ოლიმპიური სპორტის, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. რეგიონის მასშტაბით 11 საუკეთესო სპორტსმენს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის რეგიონულმა ორგანიზაციამ, ხაზი გაუსვა ოლიმპიურ თამაშებში სპორტსმენების წარმატებას და მათ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
დღესვე, რეგიონის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ ტოკიოს 2020-2021 ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძე და ტოკიოს ვერცხლის პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იაკობ ქაჯაია.