ნინო სალუქვაძის ტირში, ტყვიის სროლაში „შ. ქველიაშვილის სახელობის მე-15 ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზეს ქუთაისელმა სპორტსმენებმა. ჩვენმა გუნდმა ტურნირზე 1 ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვაჟთა შორის ჩემპიონი გახდა ქუთაისელი გიორგი მუმლაძე. ვერცხლის მედალი მოიპოვა მისმა თანაგუნდელმა იოანე ხვარეშიამ.
ახალგაზრდები
1 გიორგი მუმლაძე (ქუთაისი) - 557 (88, 90, 94, 94, 95, 96)
2. იოანე ხვარეშია (ქუთაისი) - 555 (88, 90, 92, 96, 95, 94)
3. შოთა სუმბაძე (თელავი) - 551 (90, 94, 92, 89, 96, 90)
ქალთა ტურნირში მეორე ადგილზე გავიდა ნინო ხუციბერიძე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჩაგანავამ.
ჩემპიონი ჩვენი თანაქალაქელი ლიზი კილაძე გახდა , რომელიც თბილისის გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა.
1. ლიზი კილაძე (თბილისი; ტ.ნ.ს.) - 568 ქულა (96, 96, 94, 97, 92, 93)
2. ნინო ხუციბერიძე (ქუთაისი) - 564 (98, 94, 91, 94, 95, 92)
3. მარიამ ჩაგანავა (ქუთაისი) - 553 (91, 91, 94, 91, 94, 92)
შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში გამარჯვება მასპინძელთა კლუბის - "ტირი ნინო სალუქვაძე" წევრებს - მარიამ მარშავას და აკაკი მოსულიშვილს დარჩათ. ქუთაისს ხუციბერიძე-ხვარეშიას წყვილი წარმოადგენდა, რომლებმაც ტურნირი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
1. მარიამ მარშავა-აკაკი მოსულიშვილი (თბილისი, ტ.ნ.ს.) - 379 ქულა
2. მარიამ ფროდიაშვილი (თელავი) - მიხეილ სანიკიძე (თბილისი, ტ.ნ.ს.) - 378
3. ნინო ხუციბერიძე-იოანე ხვარეშია (ქუთაისი) - 371
