საქართველომ ძიუდოში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.90 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ლაშა ბექაურმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი გახდა!
ჯერჯერობით ეს მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი ოქროს მედალია.ჩვენმა სპორტსმენებმა უკვე მოიპოვეს ორი ვერცხლის მედალი.