ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს ბრძოლას.
სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიო ჩემპიონ, უნგრელ არონ სილაგთან დაძაბულ ორთაბრძოლაში 13:15 დამარცხდა. ფინალში უნგრელი მოფარიკავე გავიდა, სანდრო ბაზაძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ქუთაისელი სპორტსმები ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში კორეელ ჯუნგჰვან კიმს შეხვდება.