"ტორპედო" ოფიციალური განცხადებას ავრცელებს,რომლის მიხედვითაც გუნდმა სპონსორი იპოვა.
"დღეს საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსა“ და კომპანია „ნიუ ვიჟენს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად კომპანია „ნიუ ვიჟენი“ სპონსორობას გაუწევს „ტორპედოს“. ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინასური პრობლემები მოგვარებულია.
ქუთაისის „ტორპედოს“ სახელით დიდი მადლობას ვუხდით სპონსორობისთვის კომპანია „ნიუ ვიჟენს“-წერია განცხადებაში.
დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.
